ხათუნა ლაგაზიძე - მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის პრესტიჟი და მათი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები სასწორზე დგას - ველოდები, რომ გარდა წინადადებათა პაკეტისა, კონკრეტულ ბერკეტებსაც აამოქმედებენ

მოლაპარაკების პროცესში დღეს ევროკავშირის პრესტიჟი და მათი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები სასწორზე დგას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ შარლ მიშელის წარმომადგენლის ხელმეორედ ვიზიტის დაგეგმვის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თამასა საკმაოდ მაღალია, შესაბამისად ისინი მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული იქნებიან.

„ველოდები, რომ გარდა წინადადებათა პაკეტისა, კონკრეტულ ბერკეტებსაც აამოქმედებენ. მხოლოდ მოლაპარაკებებმა შედეგი რომ არ გამოიღო, ეს იხილეს. ბერკეტების პაკეტი აიძულებს მხარეებს მივიდნენ მოლაპარაკებამდე. როდესაც ბერკეტებზე საუბრობ, ეს მიმართული იქნება საქართველოს ხელისუფლებისკენ, რომ მათ შეთანხმების „მადა“ გაუღვიძონ. თუ ამანაც შედეგი ვერ გამოიღო, შემდეგ საქმეში უფრო მძიმე არტილერია ჩაერთვება აშშ-ის სახით. შეიძლება ეს იყოს ერთგვარი განაცხადი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გააქტიურებისა, რომელიც იწყება სწორედ საქართველოთი“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ევროპული მხარე შედეგზეა ორიენტირებული და ეს იკვეთება მეორე ვიზიტის დაგეგმვაში.

როგორც ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა, მედიატორის როლის ევროკავშირის და ევროპული სტრუქტურების მხრიდან აღება მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონზე სადაც მედიატორის როლი უპირატესად აქვს ხოლმე რუსეთს. ჩვენ ვნახეთ, რუსეთის „მედიაციის“ შედეგები რამდენიმე თვის წინ ყარაბაღში როგორ დასრულდა. რატომ გააქტიურდა ასე ევროკავშირი მაშინ, როდესაც ასეთ აქტიურობას თავად მისი წევრებიც ნაკლებად ელოდნენ? ეს სულ მცირე ორ რამეს ნიშნავს. ერთი - ეს ქვეყანა და რეგიონი არის მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანი. მეორე - ევროკავშირმა დაიწყო ახალი პოზიციონირება რუსეთთან მიმართებაში“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს მეორედ ჩამოვა. როგორც მიშელი აცხადებს, დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. ამასთან, შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პირველად საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა