გურამ გურამიშვილი „წითელი ჯვრის საზოგადოებასა“ და „საქართველოს ფოსტას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო

„წითელი ჯვრის საზოგადოებასა“ და „საქართველოს ფოსტას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი დაესწრო.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და „საქართველოს წითელი ჯვრის“ პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

„მემორანდუმის მიზანია, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს “წითელ ჯვარსა” და “საქართველოს ფოსტას” შორის და ერთობლივი საქმიანობების განხორციელება სოციალური და საქველმოქმედო მიმართულებით.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პირველი კამპანია არის #შენიმარკა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების” და შპს "საქართველოს ფოსტის" მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. მარკაზე გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირი და “საქართველოს წითელი ჯვრის” მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა.

მარო მაყაშვილის გამოსახულებით გაყიდული მარკიდან მიღებული ერთი ლარი ჩაირიცხება წითელი ჯვრის შემოწირულობის ფონდში. ასევე, „საქართველოს ფოსტა“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი ორგანიზაცია, „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ საჩუქრად გადასცემს 500 ერთეულ მარკას, შესაბამისად რეალიზაციიდან მიღებული თანხა, სრულად მოხმარდება საქველმოქმედო აქტივობებს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს მარო მაყაშვილის დღიურის თარგმნა, რომელიც მარკასთან ერთად გაიგზავნება და გამოიფინება შვეიცარიაში, კერძოდ კი ქალაქ ჟენევაში მდებარე „წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მუზეუმში“ და შინაარსით იქნება მუზეუმში განთავსებული პირველი ქართული ექსპონატი”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა