გიორგი ხანიშვილმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებს „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის დეტალები გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის დეტალები გააცნო.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, „იმერეთის აგროზონა” იქნება ადგილი, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქციის წარმოება მოხდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ მასშტაბურ პროექტში ადგილობრივი ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობა. „იმერეთის აგროზონა” იქნება ადგილი, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქციის წარმოება მოხდება. აგროზონის ფარგლებში საქმიანობა ხელს შეუწყობს მასშტაბურ დასაქმებას და მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

როგორც შპს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ შეხვედრაზე განაცხადა, წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი ინვესტირების შესაძლებლობებს იძლევა მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნისა და განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო (იხილეთ ელექტრონული პლატფორმა www.iaz.ge) და 2021 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდება.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა