თეა ახვლედიანი - პანდემიის მიუხედავად ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის საჭირო მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება

პანდემიის მიუხედავად ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის საჭირო მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, კრიტიკული მნიშვნელობისაა უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომლის მიმდინარეობა პანდემიის დროსაც კი არ შეფერხებულა. მისივე თქმით, 2020 წელს პროგრამის ფარგლებში 876 პაციენტს უმკურნალეს.

„სამშვიდობო ინიციატივის გარდა, მოკლედ მინდა შევეხო ჩართულობის პოლიტიკის სხვა მიმართულებებს, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვისა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნის მიმართულებით. ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობის არის უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომლის მიმდინარეობა პანდემიის დროსაც კი არ შეფერხებულა. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვუმკურნალეთ 876 პაციენტს. გარდა ამისა, პანდემიის მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის საჭირო მედიკამენტებით, მათ შორის, სხვადასხვა ვაქცინით მომარაგება, რომელთა წლიური ღირებულება მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი ჯამში 5 მილიონ ლარს აჭარბებს.

გლობალური პანდემიის ფონზე, ჯანდაცვის მიმართულებით 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელობა შეიძინა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დახმარებამ. გამოხატული მზაობა გადაითარგმნა კონკრეტულ ქმედებებში ოთხი მიმართულებით: 1. ცნობიერების ამაღლება - ყველა საინფორმაციო მასალა, მათ შორის, NCDC-ის პროტოკოლები ითარგმნა და გავრცელდა აფხაზურ და ოსურ ენებზე; ამ ენებზევე ამოქმედა ვებგვერდი stopcov.ge; 2. ექსპერტიზის გაწევა - ჩვენ ხელი შევუწყვეთ ჯანმო-ს ექსპერტების რამდენიმე ვიზიტს აფხაზეთის რეგიონში სიტუაციის შესასწავლად. ამასთან, ქართველ და აფხაზ ინფექციონისტებს შორის ხორციელდებოდა რეგულარული ონლაინ კონსულტაციები; 3. სამედიცინო საშუალებების მიწოდება - საქართველოს მთავრობის მიერ, ასევე, ჩვენი მხარდაჭერით - საერთაშორისო პარტნიორების მიერ აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდებოდა საჭირო სამედიცინო საშუალებები, რომელთა ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა; 4. და რაც ყველაზე მთავარია - ინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა - ამ დრომდე ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია 400-მდე კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს,“- განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაერთხელ, საჯაროდ თუ დახურული არხების გამოყენებით, დაადასტურა მზაობა ანალოგიური დახმარება გაეწია ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, თუმცა „ცხინვალის დესტრუქციული მიდგომისა და უარის შედეგად დახმარების გაწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება“.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონში მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან იმისთვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს ადგილზე სათანადო ჩართულობა და მოსახლეობის დახმარება.“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ამასთან, თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის გაძლიერებაზე და მათი უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვაზე.

„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ქალთა ორგანიზაციებთან, ასევე გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ქალებთან რეგულარულ საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე მათი ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობისა და სხვა თემების შესახებ. ვგეგმავთ, რომ ამგვარ შეხვედრებს უფრო მეტი სისტემატიზება შევძინოთ და კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ ქალების მონაწილეობას ნდობის მშენებლობის პროექტებში,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს