სერგი კაპანაძე - ევროკავშირი ცდილობს „ქართულ ოცნებას“ მეორე შანსი მისცეს

ევროკავშირი ცდილობს „ქართულ ოცნებას“ მეორე შანსი მისცეს. ვნახოთ, რამდენად ეყოფათ კეთილგონიერება, რომ პროცესი ჩიხში ისევ არ შეიყვანონ - მათ ახლა მოუწევთ, ან პოზიციის შეცვლა, ან კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და ევროკავშირის მხრიდანაც რეაქცია შესაბამისი იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ შარლ მიშელის წარმომადგენლის ხელმეორედ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, "ევროპული საქართველო" მოლაპარაკებებში მონაწილეობას კონსტრუქციულად გააგრძელებს.

„ევროპული საქართველო" აპირებს მოლაპარაკებებში მონაწილეობა კონსტრუქციულად გააგრძელოს. ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა გვქონდა, რომლისგანაც პრაქტიკულად არც ერთი "ქართულმა ოცნებამ" არ გაიზიარა. დაველოდებით "ქართული ოცნება" ამ კრიზისის განმუხტვას აპირებს, თუ არა. ყველა საკითხი წინაზე "ქართულმა ოცნებამ" დაბლოკა, მათ ახლა ან მოუწევთ ამ თავისი პოზიციის შეცვლა და ამ ყველაფერზე წამოსვლა, ან კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და ევროკავშირის მხრიდან რეაქციაც შესაბამისი იქნება.

ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს და მათ შეუძლიათ, ნებისმიერი ავატარი ივანიშვილის გამოგზავნონ. იქნება თუ არა მოლაპარაკებებზე შედეგი, მთლიანად "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული. ევროკავშირი მეორედ ცდილობს, რომ მათ მეორე შანსი მისცენ. ვნახოთ, რამდენად ეყოფათ ახლა კეთილგონიერება, რომ ეს პროცესი ჩიხში ისევ არ შეიყვანონ", - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს მეორედ ჩამოვა. როგორც მიშელი აცხადებს, დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. ამასთან, შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პირველად საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა