ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ხვალიდან შემოვა.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა.

,,ჩვენთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ "ფაიზერის" ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში. პირველი ლოკაცია იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სადაც მოხდება მისი ტრანსპორტირება. შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც "ფაიზერით" პირების ვაქცინირება მოხდება. ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე ყველა იმ ჯგუფისათვის, რომელიც გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია "ასტრაზენეკას" ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო