ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის ახალი შტამის 50 შემთხვევა მესამე ტალღის დასაწყისს არ ნიშნავს, თუმცა, დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, საყურადღებოა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის 50 შემთხვევის გამოვლენა ვირუსის მესამე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს საჩხერის საავადმყოფოში განუცხადა, სადაც მინისტრმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, საყურადღებოა.

„ახალი შტამის 50 შემთხვევა ჯერ მესამე ტალღის დასაწყისს არ ნიშნავს, თუმცა, ის დადებითობის მაჩვენებელი და ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, არის საყურადღებო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს მეტად მობილიზებული. სოციალური დისტანცია, ხელების დაბანა და პირბადე ჯერჯერობით რჩება ისევ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პანდემიასთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, დაწყებული ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია შეუფერხებლად გაგრძელდეს.

მესამე ტალღა მოსალოდნელია და ყველა ის ნიშნული, რომელიც დღეს მომატებულია, გვაძლევს ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღეს მოსახლეობისთვის ცნობილია. ამაში პირველ რიგში ვგულისხმობ პირბადეების გამოყენებას, სოციალურ დისტანციას და პირად ჰიგიენას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა