სალომე სამადაშვილი - ვერ ვხედავ, რომ გიორგი გახარიას დიდი პოლიტიკური პოტენციალი აქვს

ვერ ვხედავ, რომ გახარიას დიდი პოლიტიკური პოტენციალი აქვს, თუმცა შესაძლოა, რომ ეს არის მორიგი მცდელობა ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული პოლიტიკური პროექტის გზით ზეგავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, გახარია პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

მისი თქმით, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანამ უკუსვლა განიცადა.

გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთით არის, რაც უკავშირდება მის როლს 20 ივნისის მოვლენებში, მაგრამ არა მხოლოდ ეს, ის ასევე, იყო პრემიერ-მინისტრი, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანამ საგრძნობი უკუსვლა განიცადა. ამიტომ, პირადად მე, ვერ ვხედავ, რომ მას აქვს დიდი პოლიტიკური პოტენციალი, თუმცა შესაძლოა, რომ ეს არის მორიგი მცდელობა ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული პოლიტიკური პროექტის გზით ზეგავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე. გახარიას თუ მიაჩნდა, რომ ის ხელისუფლება, რომელსაც ის წლების განმავლობაში წარმოადგენდა, აცდენილი იყო ევროპულ კურსს, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ალბათ უკეთესი იქნებოდა, რომ დიდი ხნის წინ მიეღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო