წითელი ჯვრის საზოგადოებასა და საქართველოს ფოსტას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და საქართველოს ფოსტას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ და საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მემორანდუმის მიზანია, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს წითელ ჯვარსა და საქართველოს ფოსტას შორის და ერთობლივი საქმიანობების განხორციელება სოციალური და საქველმოქმედო მიმართულებით.

„აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პირველი კამპანია არის #შენიმარკა, რომელიც შეიქმნა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. მარკაზე გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირი და საქართველოს წითელი ჯვრის მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა.

მარკის ღირებულებიდან ყოველი ერთი ლარი ჩაირიცხება წითელი ჯვრის შემოწირულობის ფონდში.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ფოსტას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა