გიორგი ხოჯევანიშვილი - გიორგი გახარიასთან პოლიტიკურ საკითხებზე კონსულტაცია არ მქონია, ძველი სამსახურიდან გამომდინარე, კარგი თანამშრომლობა და მეგობრობა მაკავშირებს

პოლიტიკურ საკითხებზე გიორგი გახარიასთან რაიმე კონსულტაცია არ მქონია. გიდასტურებთ, რომ ჩემი ძველი სამსახურიდან გამომდინარე, დღეის ჩათვლით, მასთან კარგი თანამშრომლობა, მეგობრობა მაკავშირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, თუმცა, მასთან რამდენიმე დღის წინ იკონტაქტა.

"ვრცლად ამ საკითხებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რაც ბატონმა გახარიამ ბრძანა, რომ ჩვენ ყველა ვიქნებით მოწმეები, იმ საკითხებზე საუბრის, რომელსაც თვითონ ბატონი გიორგი ჩათვლის საჭიროდ მოგვიანებით და როგორც თვითონ ბრძანა, ექნება ამასთან დაკავშირებით ვრცელი საუბარი. დეტალებზე რომ მქონდეს ინფორმაცია მაინც არ ვისაუბრებდი, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარიამ მოკლედ თვითონ ისაუბრა და ალბათ, მომავალში როცა საჭიროდ ჩათვლის ვრცლად ისაუბრებს ამ საკითხებზე. მე შემიძლია, გითხრათ, რომ პოლიტიკურ საკითხებზე მასთან კონსულტაციები არ გამივლია, შესაბამისად, ამ საკითხზე მეტს ვერ მოგახსენებთ", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

კითხვაზე, შემოთავაზების შემთხვევაში, ექნება თუ არა სურვილი გახარიასთან თაბამშრომლობის, ხოჯევანიშვილი აღნიშნავს, რომ "თეორიულ საკითხებზე საუბარი არ უყვარს", ხოლო თუ მასთან კონსულტაცია ექნება, მედია ამის შესახებ შეიტყობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა