გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაცია დღეიდან ვიდეოზარით არის შესაძლებელი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს სიახლეს სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უწყებაში უკვე დანერგილ 400-მდე ელექტრონულ მომსახურებას, ამჯერად საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის სერვისი დაემატა.

„აღნიშნული სიახლე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში, შეტანილი ცვლილების შედეგად განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ვიდეოზარით აქტივაციის მიზნით, უწყების მიერ, ოფიციალურ ვებგვერდზე - https://videocall.rs.ge/

გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციასთან ერთად მოხდება აღნიშნული პირისთვის ელექტრონული სერვისების გვერდის - eservices.rs.ge აქტივაციაც.

აქვე შეგახსენებთ, რომ ვიდეოზარის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია შემდეგი მომსახურებით სარგებლობა:

  • ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია;
  • მომხმარებლის პაროლის აღდგენა;
  • ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული ტელეფონის ნომრის ცვლილება.

გთავაზობთ, იხილოთ ბმულები:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=249

https://eservices.rs.ge/Docs/RegistrationHelp.pdf?v1

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად გამოიყენოთ ელექტრონული სერვისები“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა