ალეკო ელისაშვილი NDI-ის კვლევაზე - ლოგიკურია, პარლამენტი არის ერთგან, პოლიტიკური პროცესი მეორეგან, ხალხი მიტოვებულია პრობლემებთან

პარლამენტი არის ერთგან, ხალხის პრობლემები მეორეგან, რადგან "ქართული ოცნება“, ვიცით, რომ აცდენილია ხალხის პრობლემებს და იმ დაბურული ჯიპებიდან ძალიან სხვანაირად - უფრო ლამაზად ჩანს რეალობა,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან NDI- ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, თავად მუდმივად ცდილობენ, პარლამენტში მოსახლეობის პრობლემები გაახმოვანონ.

"ლოგიკურია, რომ პარლამენტი არის ერთგან, პოლიტიკური პროცესი მეორეგან და ხალხი არის მიტოვებული თავის პრობლემებთან. ჩვენ ორი ადამიანი ვცდილობთ პარლამენტში ისმოდეს ხალხის პრობლემები, სულ ვცდილობთ მათგან რა გასაჭირიც გვესმის, ამაზე ვისაუბროთ. მაგალითად, ხვალ ძალიან საინტერესო პრესკონფერენცია გვექნება პენსიებთან დაკავშირებით და ვიტყვით, რა ყაჩაღური სქემა აქვს შემუშავებული "ლიბერთი ბანკს" და როგორ შეიძლება ეს სქემა დაინგრეს, რომ პენსიონერებმა შვება იგრძნონ და არ ძარცვავდეს ეს ბანკი და ა.შ. ხალხის განწყობაც ადასტურებს, ეს არის შესაცვლელი, რომ პოლიტიკა, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ინსტიტუციები უნდა იყოს ხალხის სამსახურში და არ უნდა იყოს მარტო თავის ოჯახური კეთილდღეობის მოწყობისთვის. პარლამენტი არის ერთგან, ხალხის პრობლემები მეორეგან, რადგან „ქართული ოცნება“ვიცით, რომ აცდენილია ხალხის პრობლემებს და იმ დაბურული ჯიპებიდან ძალიან სხვანაირად - უფრო ლამაზად ჩანს რეალობა, ვიდრე სინამდვილეშია, ამიტომაც ოპოზიციაც სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი და ყველამ თავის წილ დარდზე და ხალხის პრობლემებზე ვისაუბროთ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა