ანა დოლიძე პროკურატურას მიმართავს და დაზარალებულად ცნობას ითხოვს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პროკურატურას მიმართავს და დაზარალებულად ცნობას ითხოვს.

ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ, მის სახლში ფარული ვიდეო კამერის დამონტაჟებას ეხება, უკავშირდებოდეს მის ბრძოლას სასამართლოსთან.

„დაგეგმილი გვქონდა, რომ დღეს შეგვეტანა განცხადება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა, რადგან პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და გაავრცელა დღეს დილას ინფორმაცია, ჩემი მოთხოვნაა მცნონ დაზარალებულად. რაც უფრო სერიოზული იქნება სანქცია, მით უფრო მნიშნველოვანია. ივანე გულაშვილს მიუსაჯეს 2 წელი. ეს ორი წელი არაფერია, როცა ათასობით ადამიანის სიცოცხლეს ანგრევ.

რომელ წელს ეხება ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიცით. გულაშვილმა დაასახელა, რომ ეს იყო 2014 წელს. 2014 - ში მე არ ვცხოვრობდი საქართველოში, გადმოვედი 2015 წლის მაისში. ეს ველოსიპედი, რომელზეც იყო საუბარი, ჩამოვიდა 2015 წლის შემოდგომაზე. ანუ ჩვენ არ ვიცით რომელ წელს ხდება ეს ყველაფერი ან რომელი პრემიერის დროს ხდებოდა. ღარიბაშვილი გადადგა დეკემბერში, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. რამდენი ხანი იყო თვალთვალი, როდის და ვინ დაამონტაჟა. სხვა დეტალები ბინაზე და სურათებზე მართალია. თუ 2019- ში მივიდა ის, მაშინ მე ვიყავი აქტიური და პრობლემური სასამართლოსთვის და „ოცნებისთვისაც“.

ყველა ფორმით ცდილობდნენ ჩემს ჩამოცილებას, ზურაბიშვილსაც მიმართეს მაშინ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს უკავშირდება ჩემს ბრძოლას სასამართლოსთან და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემს მისვლას. ეს პერიოდი, რომელზეც ის საუბრობს, როცა მე ჩამოვედი საქართველოში, თავიდან ბოლომდე ღიაა. ამიტომაც ვითხოვ მე ოთხივე პრემიერის დაკითხვას, არა მარტო ღარიბაშვილის. თუ ეს სისტემა შეიქმნა, ბუნებრივია ეს სისტემა ვიღაცამ გადაიბარა. ერთადერთი უცვლელი ამ დროს იყო გომელაური“, - განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძე მიესალმება კახა საბანაძის მიერ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გამოძიება მისით არ უნდა დასრულდეს.

„საბანაძის გადადგომა, მითითებულიცაა მის განცხადებაში, სწორედ ამ ინფორმაციას უკავშირდება. ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი და იშვიათია შემთხვევა, როცა მაღალი თანამდებობის პირი თავად გადადგა და არ გადააყენეს მსგავსი სკანდალის დროს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება არ დაიწყოს და არ დასრულდეს საბანაძით. ის ყველა შემთხვევაში იქნებოდა სისტემის აღმასრულებელი ან შემსრულებელი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გავიგოთ გამოძიების შედეგად, როცა არსებობს ასეთი სისტემა, ვინ არის მისი პოლიტიკური დამკვეთი, ვინ არის ის, ვინც საბანაძეს და მის აღმასრულებლებს მსგავსი ფაქტების ჩადენას ავალებს, თუ, რა თქმა უნდა, რომ დავიცვა უდანაშაულობის პრეზუმცია, საბანაძე ამ სისტემის შექმნაში და აღსრულებაში მონაწილეობდა“ , - განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა