სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 25 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 25 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონი, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, მისის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-11 კმ-ის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ოთხი ათასი მესხის, ვეფხისტყაოსნის, ფატმანის, ასმათის, დავარის, როსტევანის, მიხა ხელაშვილის, ალექსანდრე ჯავახიშვილის და გიორგი გეხტმანის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ფარნავაზის გამზირის, პეტრიწის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, აისის და სოლოღაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, კალისტრატე ქუთათელაძის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, ჩაჩავას, ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის I მიკრორაიონის და ლეო კერესელიძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს და თრიალეთის ქუჩის მოსახლეობას.

ხოლო გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების და ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზიგზაგის, ჩარგლის, ბოგვის, ჟინვალის, შენგელიას და გვაზაურის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხორნაულის და მახათის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა