თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა  ახალ ჯგუფს - 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებსაც მისცენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ახალ ჯგუფს - 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებსაც მისცენ. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კითხვაზე: გარდა სამედიცინო პერსონალისა, შესაძლებელი იქნება სხვა ჯგუფებიც ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში? გაბუნიამ უპასუხა: „არ გამოვრიცხავთ, ყველაფერი შესაძლებელია. ეს დამოკიდებულია ჯგუფების აქტივობაზე“.

„ჩვენთვის მთვარია, რომ ვაქცინის ის რაოდენობა, რომელიც მივიღეთ და ძვირფასია, მიზნობრივად გამოვიყენოთ. თუ აქტივობა დაბალი იქნება, ვიფიქრებთ შემდეგი ჯგუფის მოცვაზე. ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე მაქსიმალურად მოხერხდება ასაკობრივი ჯგუფების და სამედიცინო პერსონალის მოცვა იმ მასშტაბით, რაც გვქონდა თავიდანვე დაგეგმილი. შემდეგ, როცა დამატებითი დოზები გაჩნდება აპრილიდან და მაისიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ 55 წლის ზემოთ და სხვა ჯგუფები ავცრათ. მეორე კვარტლის ბოლოა მითითებული იმისთვის, რომ არარისკჯგუფის მოსახლეობა მოხვდეს ვაქცინაციის პროგრამაში. მესამე და მეოთხე კვარტალი იყო დაგეგმილი ფართო ვაქცინაციისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო