საქართველოს და ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი ონლაინ სხდომა გაიმართა

საქართველოს და ლატვიის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების, ნიკოლოზ სამხარაძის და რიჰარდს კოლსის ინიციატივით, კომიტეტების გაერთიანებული ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა როგორც საქართველოს ასევე, ლატვიის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე.

„შეხვედრისას ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ამ მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რათა ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის გაკეთებისთვის მზად იყოს.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების საკითხი. ქართულმა მხარემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რითია გამოწვეული დაპირისპირება, ხელოვნური კრიზისი და რა ნაბიჯები იდგმება ხელისუფლების მიერ ამ კრიზისის განსამუხტად.

შეხვედრისას, ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და ლატვიის პარლამენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე. ქართული მხარის მიერ გაჟღერდა ახალი ინიციატივა, რომ ორი ქვეყნის ქალ პარლამენტარებს შორის გაიმართოს ფორუმი. ასევე, დამყარდეს და გაძლიერდეს ურთიერთობები პროფილურ კომიტეტებს შორისაც.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კოვიდ პანდემიის დასრულების შემდგომ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კოლეგებს ლატვიის რესპუბლიკიდან საქართველოში ოფიციალური ვიზიტისთვის მოიწვევენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო