მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ აქვს იდეა, შეიქმნას მოძრაობა „არ დატოვო სახლი“ და ამოქმედდეს ახალი სახელმწიფო პროგრამა საზღვრისპირა სოფლების მხარდასაჭერად

„ლელოს“ აქვს იდეა და გთავაზობთ შეიქმნას მოძრაობა „არ დატოვო სახლი“ და ამოქმედდეს ახალი სახელმწიფო პროგრამა საზღვრისპირა სოფლების მხარდასაჭერად, იქ მცხოვრები თითოეული ადამიანის დასაცავად და გასაძლიერებლად, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, არსებობს პრაქტიკა იმისა, რომ გაყოფილი ქვეყნის ე.წ. საზღვართან იქმნება და მოქმედებს სპეციალური პროგრამები.

„გუშინ ჩვენი დროის გმირი - დათა პაპა მივაბარეთ მავთულხლართებით გაყოფილ მიწას. დათა პაპა ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულისა და გაუტეხლობის სიმბოლოდ, რომელმაც არაერთი სირთულის მიუხედავად არ დატოვა სახლი, მისი მეუღლე ქალბატონი ვალიაც ამბობს, რომ ამ მიწაზე დარჩება. დღეს უბრალო ადამიანები შიშველი ხელებით ებრძვიან ოკუპაციას.

მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც გაყოფილი ქვეყნის ეგრეთ წოდებულ საზღვართან იქმნება და მოქმედებს სპეციალური პროგრამები, ეკონომიკური თუ სოფლის მეურნების განვითარების ცალკეული პროექტები, წესდება საგადასახადო შეღავათები, რაც აძლიერებს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას.

სწორედ ასეთი პროგრამაა საჭირო ჩვენს გამყოფ ხაზთან მდებარე 80-ზე მეტი სოფლის მხარდასაჭერად, რათა ამ სოფლის თითოეული მცხოვრები გრძნობდეს სახელმწიფოსგან ფინანსურ და მორალურ მხარდაჭერას, იყოს ძლიერი და დაცული, აჩვენოს ოკუპანტს, რომ ჩვენ იქ ვცხოვრობთ, ვშრომობთ და რომ ეს მიწა ჩვენია!

„ლელოს“ აქვს იდეა და გთავაზობთ შეიქმნას მოძრაობა „არ დატოვო სახლი“ და ამოქმედდეს ახალი სახელმწიფო პროგრამა საზღვრისპირა სოფლების მხარდასაჭერად, იქ მცხოვრები თითოეული ადამიანის დასაცავად და გასაძლიერებლად“, - წერს ხაზარაძე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა