გიგი უგულავა - დანიელსონი ბრუნდება, რადგან აქვს, ალბათ, კეთილგონიერების იმედი, რომელიც ვერ დაინახა “ქართული ოცნების” რიგებში პირველ ჯერზე - ევროკავშირში ყველაფერს იზამენ, რომ პოლიტიკური რეპუტაცია გადაირჩინონ

პოლიტიკური კრიზისის მიღმა ჩვენ მორალური კრიზისი გვაქვს, ამიტომ არის უფრო ღრმა ეს კრიზისი, რომელიც მექანიკურად, პარლამენტში შეთრიხინება-გამოთრიხინებით ვერ და არ მოგვარდება, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში ოპოზიციის პარლამენტში შესვლით პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება.

“ქართულ ოცნებას” ოპოზიციის ან დაყოფა უნდა, ან ყურით შეთრევა, არანაირი პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი აქ არ არის, არის შეთრევის და დაჩმორების და ვნახეთ კიდეც ისე საზიზღრად ექცეოდა წულუკიანი ელისაშვილს - თანამშრომლობაზე ლაპარაკი ზედმეტია და ასეთ ვითარებაში თქვენ მიგაჩნიათ, რომ აი ამ, პარლამენტში ოპოზიცია შევიდა და ასეთ ვითარებაში თქვენ მიგაჩნიათ, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის განიმუხტება?! პოლიტიკური კრიზისის მიღმა ჩვენ მორალური კრიზისი გვაქვს, ამიტომ არის უფრო ღრმა ეს კრიზისი, რომელიც მექანიკურად, პარლამენტში შეთრიხინება-გამოთრიხინებით ვერ და არ მოგვარდება, უფრო ღრმა არის. ამიტომ, არაორდინალურ სიტუაციაში ვართ ხომ?! ევროკავშირის წევრიც არ ვართ, მაგრამ ამხელა ჩართულობა არის პირდაპირ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით, მისი წარმომადგენლის, მინისტრთა კაბინეტი იხილავს, ახლა ამერიკის სენატი საქართველოს საკითხზე მოსმენას ჩაატარებს და ეს ყველაფერი ხომ მოწმობს იმაზე, რომ კრიზისში ვართ.

ბრუნდება დანიელსონი იმიტომ, რომ დანიელსონს აქვს ალბათ კეთილგონიერების იმედი, რომელიც ვერ დაინახა “ქართული ოცნების” რიგებში პირველჯერზე. მეორე, არის ჩვენგან დამოუკიდებელი საკითხები, არის პრესტიჟის საკითხი. მოდით ასე ვთქვა, რომ მძიმე სიტუაციაა იქაც იმიტომ, რომ ბორელის ვიზიტი მოსკოვში იყო სრული ფიასკო და ამაზე ევროკავშირში და ევროპარლამენტში სრული თანხმობა არის, კატასტროფა იყო ეს ევროკავშირისთვის, სილის გაწნა იყო, ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო და ამის მერე პატარა საქართველო, რომელიც სტრატეგიული პარტნიორია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირად მედიაციას იწყებს და აქაც ჩავარდა - ეს მთლიანად მიანიშნებს ევროკავშირის კიდევ უფრო ღრმა კრიზისზე, ამიტომ ბუნებრივია ისინიც პოლიტიკოსები არიან და ყველაფერს აკეთებენ და იზამენ იმისთვის, რომ პოლიტიკური რეპუტაცია გადაირჩინონ”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო