იენს სტოლტენბერგი - ნატო-მ განავითარა თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინასთან, ვეძებთ საშუალებებს, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარტნიორობა, პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარება

ჩვენს ინტერესებშია, რომ მეზობელი ქვეყნები სტაბილურები და წარმატებულები იყვნენ და ორივე, საქართველოც და უკრაინაც რეალურად არიან ასპირანტი ქვეყნები ნატო-ს წევრობისთვის და ჩვენ ვეხმარებით მათ რეფორმების გატარებაში, იმისთვის, რათა მათ შეძლონ სვლა ევროატლანტიკურ გზაზე,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის პირველ დღეს განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-მ გაზარდა თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და განავითარა თანამშრომლობა ისეთი მაღალი ღირებულების მქონე პარტნიორ ქვეყნებთან როგორიც უკრაინა და საქართველოა.

„ნატო-მ გაზარდა თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და სამი ქვეყანა, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი უშუალოდ არიან ნატო-ს წევრები და ორი ქვეყანა უკრაინა და საქართველო კი ნატო-ს მჭიდრო პარტნიორები არიან, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში, მაგრამ, ასევე, განვავითარეთ ჩვენი თანამშრომლობა ახლო და ღირებულ პარტნიორებთან საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს და ვეძებთ საშუალებებს, როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, ასევე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარება. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ორივე ქვეყანა, უკრაინა და საქართველო დახმარებას უწევენ ნატო-ს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებს. ასე რომ, ნატო-ს 2030 წლის გეგმის მთავარი მესიჯი ამ მიმართულებით არის თუ როგორ უნდა გავაკეთოთ მეტი და როგორ უნდა გავაძლიეროთ პარტნიორობა მეზობლებთან, იმიტომ, რომ ჩვენს ინტერესებშია, რომ ჩვენი მეზობლები სტაბილურები და წარმატებულები იყვნენ და ორივე ქვეყანა, საქართველო და უკრაინაც რეალურად არიან ასპირანტი ქვეყნები ნატო-ს წევრობისთვის და ჩვენ ვეხმარებით მათ რეფორმების გატარებაში, იმისთვის, რათა მათ შეძლონ სვლა ევროატლანტიკურ გზაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა