სენატორი ჯინ შაჰინი - ვითარება საქართველოში არის კრიტიკული, რომლის გადაწყვეტაც დაუბრუნებს საქართველოს დემოკრატიულ გზას, ან გაანადგურებს ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას

საკმარისი არ არის ჩაატარო არჩევნები, რომლებიც აკმაყოფილებს ლეგიტიმურობის ზღვარს, დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს მყარი მექანიზმები, რათა გადაწყვიტოს უთანხმოება, მექანიზმები, რომლებიც მიჩნეულია სამართლიანად დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის მიერ ,- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს დემოკრატიულობის გაძლიერების საკითხზე მსჯელობისას განაცხადა.

მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას კრიტიკული უწოდა და განაცხადა, რომ ამ მდგომარეობის გადაწყვეტა, ან დაუბრუნებს ქვეყანას დემოკრატიულობას, ან გაანადგურებს საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას.

„დღევანდელი განხილვის მიზანია, რომ მოვისმინოთ ამჟამად არსებული ვითარება საქართველოში, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, მხარი დაუჭიროს არსებული პოლიტიკური ჩიხიდან დემოკრატიულ გამოსავალს. საქართველომ გაიარა გრძელი გზა დროის შედარებით მოკლე პერიოდში, რაზეც, ვფიქრობ, რომ ყველა ვთანხმდებით. ის მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტების დანერგვასა და გაძლიერებაზე, გზა ყოველთვის სწორი არ იყო, მაგრამ საერთო ტრაექტორია ნამდვილად პოზიტიური იყო. მე მქონდა პატივი საქართველოში ჩავსულიყავი სენატორ რიშთან ერთად 2012 წელს, რათა დავკვირვებოდი მათ არჩევნებს, როდესაც „ქართული ოცნება“ გახდა მმართველი პარტია. არჩევნები აღსანიშნავი იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და ამ არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატია ზოგადად გაძლიერდა და გაღრმავდა. საქართველომ, ასევე, გამოხატა მისი სურვილი, რომ შეუერთდეს ევროპულ საზოგადოებას, მან განამტკიცა მისი სურვილი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, რასაც მე მხარს ვუჭერდი და ვაგრძელებ მხარდაჭერას. და ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც ჩვენ გვსურს ახალი დემოკრატიებისთვის და ამას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა სენატში. მაგრამ, სამწუხაეროდ, ვითარება საქართველოში არის კრიტიკული, რომლის გადაწყვეტაც ან დაუბრუნებს საქართველოს დემოკრატიულ გზას ან გაანადგურებს ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას. ეუთო-ს ანგარიშის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, ვციტირებ: „ კონკურენტული და ეფექტურად ადმინისტრირებული, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებისა“. ის ასევე ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც ვთხოვე მე საქართველოს მთავრობას, რომ მიზანმიმართულად გაეტარებინა. საკმარისი არ არის ჩაატარო არჩევნები, რომლებიც აკმაყოფილებს ლეგიტიმურობის ზღვარს, დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს მყარი მექანიზმები, რათა გადაწყვიტოს უთანხმოება, მექანიზმები, რომლებიც მიჩნეულია სამართლიანად დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის მიერ“, - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა