სენატორი რონ ჯონსონი - საქართველოს ინტერესშია, რომ დასრულდეს დაპირისპირება-საქართველო ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითია რეგიონში

სენატორ რონ ჯონსონის განცხადებით, საქართველოს და ყველა პოლიტიკური აქტორის ინტერესშია, რომ სწრაფად დასრულდეს დაპირისპირება და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულობის მძიმე შრომას. ამის შესახებ სენატორმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში დემოკრატიულობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითია რეგიონში.

„საქართველო ცდილობს თავი დააღწიოს კორუფციულ მემკვიდრეობას და უბრალოდ ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთის გავლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია -ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმდეს და გაიაზროს, რომ ეს მათ საუკეთესო ინტერესშია, ყველას საუკეთესო ინტერესშია, საქართველოს ინტერესშია, რომ დასრულდეს ეს დაპირისპირება და ქვეყანა დაუბრუნდეს მმართველობის მძიმე შრომას, დემოკრატიულობის მძიმე შრომას. საქართველო ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითია რეგიონში“, - განაცხადა სენატორმა ჯონსონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა