ჯიმ რიში - პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ მათი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და დაძლიონ უთახმოება - „ქართული ოცნება“ ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რათა გამოიყვანოს საქართველო კრიზისიდან

მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რათა გამოიყვანოს საქართველო ამ კრიზისიდან, ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს ქვეყანას და მის ხალხს და უხსნის კარებს რუსეთს,- ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში დემოკრატიულობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.

მან მმართველ პარტიას მოლაპარაკების პროსცესის გაგრძელებისკენ მოუწოდა რათა დაიძლიოს არსებული კრიზისი. როგორც სენატორმა აღნიშნა, საქართველო დაკარგავს შესაძლებლობას გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი ქვეყანა.

„ის, რაც ახლა ხდება, არის ოლიგარქის გავლენების გაზრდა სასამართლოს სისტემაზე მედიაზე და დიდწილად პოლიტიკურ ცხოვრებაზე. პასუხისმგებლობა არსებულ კრიზისზე, რომელის წინაშეც საქართველოა, მოდის რამდენიმეწლიანი გაზრდილი დაძაბულობისა და ჩავარდნილი რეფორმების კულმინაციაზე, რაც მჯერა, რომ ნაწილდება ყველა მხარეზე. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ მათი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და დაძლიონ ეს უთახმოება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რათა გამოიყვანოს საქართველო ამ კრიზისიდან, ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს ქვეყანას და მის ხალხს და უხსნის კარებს რუსეთს.

მე ვიცი, რომ ჩვენი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მისი გუნდი დაუღალავად მუშაობენ, რათა ფასილიტაცია გაუწიონ გამოსავალს, რომელიც მოლაპარაკების გზით უნდა იქნას მიღწეული პარტიებს შორის და მივესალმები, მათ მიერ გაწეულ ძალისხმევას, ამასთანავე მოვუწოდებ, რომ განაგრძონ ეს პროცესი და ცალსახად მოვუწოდებ „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებას, რომ მოილაპარაკონ და გაიარონ ეს ეტაპი. საქართველო არის კრიტიკულ მომენტში, თუ ისინი ვერ შეძლებენ, რომ დემოკრატია აამუშაონ ახლა, მაშინ, არ ვიცი, როდის შეძლებენ, ისინი დაკარგავენ თავის შესაძლებლობას შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუციებს. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ, რათა დაასრულონ არსებული კრიზისი და შეთანხმდნენ საჭირო რეფორმებზე, რათა გააუმჯობესონ საქართველოს მომავალი,“- განაცხადა სენატორმა რიშმა.

მისივე განცხადებით, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან შესამჩნევ პროგრესს მიაღწია, რუსული აგრესიისა და მისი ტერიტორიების მეხუთების უკანონო ოკუპაციის მიუხედავად.

„1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, შესამჩნევი პროგრესია დემოკრატიულობის მშენებლობის მიმართილებით, ასევე ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკური რეფომების გატარების მიმართულებით, მათ ეს გააკეთეს რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტომრიის მეხუთედის უკანონო უკუპაციის მიუხედავად. საქართველო, ასევე, იყო ამერიკის შეერთებლი შტატების საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების მიმართულებით, ამბიციით, რომ გახდეს როგორც ევროკავშირის, ასევე, ნატო-ს წევრი ქვეყანა. ბევრი ჩვენგანი ორივე მხარეს იყო საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი მრავალი წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, უკვე აღინიშნა სენატორ შაჰინის მიერ, რომ ჩვენ ვიყავით საქართველოში 2012 წელს და უნდა გითხრათ, რომ შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ვწვეოდით ორივე მხარის ბანაკებს, დილით არჩევნების შემდეგ ვიყავით როგორც დამარცხებულ მხარეს, ასევე, გამარჯვებულ მხარეს და შევხვდი პარტიების ლიდერებს სააკაშვილსა და ივანიშვილს და მე ვყოფილვარ 36 არჩევნებზე, არჩევნების შემდეგ ვყოფილვარ გამარჯვებულებისა და დამარცხებულების ბანაკებში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე, ასევე მის ქვემოთ სხვა დანარჩენ არჩევნებზე და მინდა გითხრათ, რომ შეგრძნება ორივე ბანაკში მქონდა როგორც ამერიკული არჩევნებისას. და მაშინ ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუმცა დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი პოლიტიკური დევნის მოწმეები გავხდით, ამასთან ერთად, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანა განიცდიდა დემოკრატიულ უკუსვლას და ეს რეალურად სამწუხაროა, რადგან ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთესს, ის უნიკალურ პოზიციაშია, რომ თავისი თავი განაცალკევოს საბჭოთა წარსულისგან“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო