კარა მაკდონალდი - ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს მმართველობის პროცესს და უნდა განხორციელდეს საარჩევნო რეფორმა

მე ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ გამოკითხვის შედეგებით, რაზე ფიქრობენ და ზრუნავენ ქართველები და ეს არის სამუშაო ადგილები, შემოსავალი, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, სიღარიბე, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს მმართველობის პროცესს და საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს, -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ კარა მაკდონალდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.

მისივე თქმით, ორივე მხარე უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა სწრაფად წავიდნენ წინ ინკლუზიური გზით საარჩევნო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით.

„საარჩევნო რეფორმის პროცესი, რა თქმა უნდა, არის მოლაპარაკების ნაწილი და ჩვენ გვჯერა, რომ ქართველების როლია, რომ ფლობდნენ ამ პროცესს. ჩვენ მოვუწოდეთ მათ, რომ ეს იყოს ინკლუზიური პროცესი, გამჭირვალე, ფასილიტირებული, იყოს უკუკავშირი ამომრჩევლებსა და მათ ლიდერებს შორის ყველა მხარეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდეთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ დაეკავებინათ მათი ადგილები. მე ვფიქრობ ჩვენ დავინახეთ გამოკითხვის შედეგებით, რაზე ფიქრობენ და ზრუნავენ ქართველები ამ მომენტში და ეს არის სამუშაო ადგილები, შემოსავალი, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, სიღარიბე, და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს მმართველობის პროცესს და საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა მაკდონალდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა