კარა მაკდონალდი - პრიორიტეტული პრობლემები, რომლებიც ვნახეთ სასამართლო სისტემაში, არის მაგალითად, ის რომ უმაღლეს საბჭოს „კლანად“ მოიხსენიებენ

სასამართლო სისტემაში მმართველი პარტიის დომინირება მოიცავს ძლიერი მოსამართლეების მიერ სხვა მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას და მოსამართლეებზე ზემოქმედების მიზნით, დისციპლინური დაწინაურების და დანიშვნის სისტემის გამოყენებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ კარა მაკდონალდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.

მან ქვეყანაში ”დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და ხალხზე ორიენტირებული” სასამართლო სისტემის რეფორმის” აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ”სასამართლო სისტემისა პოლიტიზირება და სამართლებრივი დევნა, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა, ხელს უწყობს დემოკრატიულ დაუცველობას.“

„მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული პრობლემები, რომლებიც ვნახეთ სასამართლო სისტემაში არის მაგალითად ის, რომ მოსამართლეების უმაღლეს საბჭოს, რომელიც გავლენას ახდენს სხვა მოსამართლეებზე, დისციპლინარული და დაწინაურების სისტემების გამოყენებით, მას კლანად მოიხსენებენ“, -აღნიშნა კარა მაკდონალდმა.

მისივე თქმით, "პატივსაცემი ლიდერების მიმართ მმართველი პარტიის მნიშვნელოვნად გაუარესებული მოპყრობითა და ეროვნული მედიის მზარდი პოლარიზაციით საქართველოს ზიანი ადგება".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს