ჯორჯ კენტი - რუსეთის აგრესია გრძელდება, ისინი არ ისვრიან და ომი არ არის, მაგრამ  არის დაშინება

რუსეთის აგრესია გრძელდება, ისინი არ ისვრიან და ომი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის დაშინება, ასევე გრძელდება კიბერ თავდასხმები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველებს აქვთ ყველა უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია რუსეთის წინააღმდეგ, რადგან რუსეთმა 2009 წლის ომის შემდეგ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ისინი ღობეებსა და მავთულხლართებს ამონტაჟებდნენ არა მხოლოდ ზოგადად ამ შეთანხმებული რაიონების – ოსეთისა და აფხაზეთის სადემარკაციო ხაზზე, არამედ ამ ხაზს წინ წევდნენ. ქართველებს აქვთ ყველა უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია რუსეთის წინააღმდეგ, რადგან რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ აიღო ვალდებულება, რომ მონიტორინგის სრულ წვდომას უზრუნველყოფდა, რასაც არ აკეთებს. მათ ასევე აიღეს ვალდებულება, რომ სამხედრო ძალებს გაიყვანენ ომამდელ პოზიციებზე და ესეც არ შეუსრულებიათ. ქართველები არიან დაკავებულები და იმყოფებიან ციხეში. სწორედ ამიტომ, გვაქვს ჟენევის დისკუსიების პროცესი, სადაც ამ საკითხებს განვიხილავთ. მორიგი რაუნდი ამ კვირაში გაიმართება. ასე რომ, რუსეთის აგრესია გრძელდება. ისინი არ ისვრიან და ომი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის დაშინება. ასევე გრძელდება კიბერ თავდასხმები. რუსეთი აგრძელებს, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას, კიბერ თავდასხმებს, დეზინფორმაციის კამპანიას და საქართველოს 20 %-ის ოკუპაციას,“- განაცხადა ჯორჯ კენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო