მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში 25 მარტს, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი” წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი" ავრცელებს.

კომპანიის ცმობით, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 24 მარტის 23:00 საათიდან 26 მარტის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ბარნოვის, ფალიაშვილის, აბაშიძის, მცხეთის, კეკელიძის, არაყიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის ქუჩას;

პეკინის, კოსტავას, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, დოლიძის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, მიცკევიჩის, საირმის, ბახტრიონის, ზემო ვეძისის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

მთწმინდა-კრწანისის რაიონში, რუსთაველის, მელიქიშვილის, თაბუკაშვილის, ჭონქაძის, ამაღლების, გ. ტაბიძის, პეტრიაშვილის, ჭოველიძის, ქიაჩელის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, ვერიკო ანჯაფარიძის, გრიბოედოვის ქუჩას;

პუშკინის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის, ორთაჭალის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ბალანჩინის, ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას, მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა