გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მარტს 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ცხვარიჭამიაში, ლელუბანში, გიორგიწმინდაში, თეზამსა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში ლაშარის, ნამორაძის, ვაჟა-ფშაველას, ცხრაკარას, სანიკიძის, არტნის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:05-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, კავთას, ბერი გობრონის, გაბრიელ ათონელის, დედოფალი ელენეს და მეფე კონსტანტინეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:30-დან 18:00 საათმდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, გუდანი, მუქო, გველეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა