შალვა პაპუაშვილი - ჯორჯ კენტი არ ეთანხმება "პრონწკი" საზოგადოების აზრს, რომ „ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის "პუწინის" მონა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილი განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ჯორჯ კენტი არ ეთანხმება აზრს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი.

კენტის განცხადებას პაპუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმაურება.

„ჯორჯ კენტი, სენატის წინაშე, საჯაროდ არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „ტვ მთავარის“, „ტვ პირველის“, „ტვ ფორმულას“, „სირცხვილიას“, თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, "პუწინის" მონა, "ეფ ეს ბე", გავრილოვები...

ანუ, ეგენი ყველა, ძალად მედასავლეთეები, აგერ უკვე რამდენი წელია, უბრალოდ ტყუილებს ლაპარაკობენო, რომ თავის მომხრეები გააგიჟონ და გადარიონო, თითქოს, აი, რუსი მოდის და არიქა ხალხო დავირაზმოთ... გვირაბი გავთხაროთ... კარვები გავშალოთ... ხეობები ჩავხერგოთ... და გავათავისუფლოთ (რაღაცა მაინც, ვიღაცისგანო) ანუ მატყუარები არიანო. ცუდია ეგო. ნუ იტყუებიანო. დავიღალეთო.

იმას აღარ დავწერ, როგორ თქვეს, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნით რუსეთი ხარობსო, თორემ ეს ხალხი ქუდს დაიხურავს და დარცხვენილი წავა პოლიტიკიდან“, - წერს სოციალურ ქსელში პაპუაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა