გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 2.69 მილიონს, მსხვერპლთა რაოდენობამ კი 75 000-ს გადააჭარბა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 15 813 ადამიანს დაუფიქსირდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 2 690 000-ს გადააჭარბა. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 248 ადამიანი დაიღუპა და მსხვერპლის რიცხვმა 75 212-ს მიაღწია.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და რეგიონების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით ქვეყანაში „ლოქდაუნის“ რეჟიმი 18 აპრილამდე გახანგრძლივდა.

ამასთან, აღდგომის დღესასწაულის დღეებში, 1-5 აპრილს, ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. აღნიშნულ პერიოდში დაიხურება ყველა მაღაზია.

იხილეთ ვიდეო: გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 2.69 მილიონს, მსხვერპლთა კი 75 000-ს გადააჭარბა

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის