გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები გუდამაყარში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები გუდამაყარში იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, გეოლოგები ოშპიტელი - გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ.

„მიმდინარე წლის 23 მარტს, გუდამაყრის ხეობის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ე.წ „ოშპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული სხეულის ჩასახვა-გააქტიურებას, რასაც ხელი შეუწყო ბოლო დღეებში ხეობაში მოსულმა უხვმა ნალექმა. აღნიშნულმა პროცესმა საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია. რის შედეგადაც ხეობაში არსებულ დასახლებულ პუნქტებში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა სიტუაციის შეფასების მიზნით, ოპერატიულად განახორციელეს სამიზნე არეალის პირველადი კვლევები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების, კერძოდ, გზის გაწმენდის, ფერდობზე არსებული ერთეული ლოდების ჩამოშლის და შემდგომ ფერდობის დამცავი მეტალის მავრთულბადის მოწყობის შესახებ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა