გიგი წერეთელი - სამწუხაროა, რომ სენატორებისგან ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო - ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, თუ შეერთებული შტატები საქართველოს საკითხზე რეზოლუციას სწრაფად მიიღებს, ეს დამატებითი ინსტრუმენტი იქნება, რომ შეთანხმება დაჩქარდეს.

როგორც წერეთელმა საქართველოს საკითხზე სენატში გამართულ განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა, სენატში გამოთქმული მოსაზრებები ძალიან მკაფიო იყო, რაც ხელისუფლებამ უნდა გაიგოს და შესაბამისად იმოქმედოს.

„ვფიქრობ, სენატში გამოთქმული მოსაზრებები ძალიან მკაფიო იყო. რა თქმა უნდა, ზოგადად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოზე არის საუბარი და ამ ქვეყნის გულშემატკივრობა ხდება. მაგრამ, სამწუხაროა, რომ ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო, პირველ რიგში, ხელისუფლების მისამართით, რადგან არაერთხელ აღინიშნა, რომ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. მათ შორის შეთანხმებაზეც, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს. ასევე არჩევნების შეფასებისას ძალიან მკაფოდ ითქვა მთელი იმ ნეგატივის შესახებ, რაც არჩევნებს უკავშირდებოდა. საუბარი იყო ასევე სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიული უკუსვლაა. ეს არ არის ქვეყნის ინტერესებში და ამ არეულობით და პოლიტიკური კრიზისით მხოლოდ რუსეთი იგებს.

შესაბამისად, ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს და შესაბამისად იმოქმედოს.

ასეთი მოსმენების შედეგი, არა მხოლოდ გზავნილებია, არამედ სენატის საგარეო ურთიერთიობათა კომიტეტი კიდევ უფრო წინ წავიდა. არის ინიციატივა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია იყოს. თუ ეს რეზოლუცია სწრაფად მიიღება, ეს დამატებითი ინსტრუმენტი იქნება, რომ შეთანხმება დაჩქარდეს“, - განაცხადა წერეთელმა.

რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის, ნატალია საბანაძის თანამდებობიდან წასვლას, წერეთელი ამბობს, რომ „ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს ევროკავშირთან მიმართებით, მათ შორის ევროკავშირის მედიაცია, გარკვეული ტესტი იყო პირადად საბანაძისთვის და ზოგადად, პროცესისთვის“.

„მან თქვა, რომ პროევროპული არ უნდა იყოს მხოლოდ განცხადებები, არამედ უნდა იყოს მოქმედება. აქაა საქართველოს ხელისუფლების პრობლემა, რომ ის შეიძლება გარკვეულ დოკუმენტებს აწერს ხელს, მაგრამ მოქმედებები არ არის ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის დამხმარე და პირიქით, საზიანოა. სწორედ ეს პოლიტიკური კრიზისი და მოლაპარაკებები არის ამის მაგალითი“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ.

გარად ამისა, შეგახსენებთ, რომ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ თანამდებობა დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო