თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ კორონავირუსის ვაქცინების დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, "კოვაქსიდან" ვაქცინების მომდევნო მოწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, "კოვაქსიდან" ვაქცინების მომდევნო დოზების მოწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულებისას "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დოზებს, რომელსაც "კოვაქსიდან" მივიღებთ იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული. მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია, თუ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვის ნიშნები დაისმება მომდევნო მოწოდებაზე", - აცხადებს გაბუნია.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა. ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინის პირველი დოზები პირდაპირ ეთერში გაიკეთეს, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების მედიკოსებმა, მათ შორის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც.

ამ ეტაპზე კორინავირუსის ვაქცინაცია შესაძლებელია სამედიცინო პერსონალისთვის. 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის, ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გავლის მიზნით, შესაბამისი პორტალი ხელმისაწვდომი კი 25 მარტიდან იქნება. რაც შეეხება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ის ქვეყანაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა