თბილისის მერია ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებას იწყებს

თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებას იწყებს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის მომზადებისთანავე პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება.

ე.წ. სამგორის პარკი არის გაუბედურებული, გაპარტახებული. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და არსებული მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ამიტომ მინდა ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დავავალო, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ პროექტის მომზადება. ძალიან დიდი ტერიტორიაა 3 ჰექტარზეა ეს ტერიტორია გადაჭიმული და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი პარკი გამოვა. მინდა დავიწყოთ პროექტის მომზადება ჩვენი სტანდარტებით და პროექტი უმაღლეს დონეზე მომზადდეს. პროექტის მომზადების მერე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები გუდამაყარში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა