კახა კალაძე  მერიის მთავრობის სხდომის მონაწილეებს - კორუფციასთან ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისო - მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, რომ ეს არის კატეგორიული მოთხოვნა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

თბილისის მერის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით პრინციპული და უკომპრომისო პოზიცია აქვს.

„რა თქმა უნდა, ეს შედეგი სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. ეს ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ იყოთ ძალიან ყურადღებით. ყველამ იმოქმედოს კანონის ფარგლებში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.

იხილეთ ვიდეო:კორუფციასთან ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისო - მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, რომ ეს არის კატეგორიული მოთხოვნა - კახა კალაძე მერიის მთავრობის სხდომის მონაწილეებს

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს