მიხეილ სარჯველაძე - ნატალი საბანაძის განცხადება ეს არის ერთი პირის მოსაზრება, რომელიც იმის საპირისპიროა, რასაც ხელისუფლება ვაცხადებთ

ნატალი საბანაძის განცხადება ეს არის ერთი პირის მოსაზრება, რომელიც იმის საპირისპიროა, რასაც ხელისუფლება ვაცხადებთ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის ნატალი საბანაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მისი მოსაზრებები სრულიად საპირისპიროა ასევე იმ გზავნილების, რაც სენატში გაჟღერდა.

"საბანაძის განცხადებას რაც შეეხება, ეს არის ერთი პირის მოსაზრება, რომელიც იმის საპირისპიროა, რასაც ვაცხადებთ ხელისუფლება, რაც კონსტიტუციაში წერია, რაც კონკრეტული საქმეებით დასტურდება და რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა იმ განხილვების დროს, რომელიც ამ დილით ყველამ ერთად მოვისმინეთ ერთად და ეს არის აშშ- ის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და უმთავრესი აქტორის საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის მათი საკანონმდებლო ორგანოს მოსაზრებები. ამის საპირისპიროა შეიძლება ის მოსაზრებები, რომელსაც აჟღერებს ქალბატონი ნატა. მდგომარეობა რეალურად, თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რა შეხედულებაც შეიძლება იყოს განვითარებული ქალბატონი საბანაძის მოსაზრებებში,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, Le Monde -თან ინტერვიუში საბანაძე აცხადებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მას საქართველოს მთავრობასთან ჰქონდა უთანხმოება.

"ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ ისინი პროევროპელები არიან, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი,"- აღნიშნავს საბანაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო