თამარ გაბუნია - ვფიქრობ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები გამოუყენებელი არ იქნება

ვფიქრობ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები გამოუყენებელი არ იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის შემდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები გამოუყენებელი დარჩება.

ამასთან, როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ფაიზერის“ მცირე დოზებით ვაქცინაციის დაწყება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს მომავალში ამ კომპანიასთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მეტი დოზა მოიძიოს.

„ფაიზერი“არის მცირე რაოდენობა და გვაძლევს საშუალებას, რომ ვაქცინაციის პროცესი „ფაიზერითაც“ დავიწყოთ, რადგან სამომავლოდ „ფაიზერთან“ პირდაპირი მოლაპარაკების ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება, მეტი დოზების მოძიების. ეს ვაქცინაციის კამპანიის გაშლის საშუალებას მოგვცემს. „ასტრაზენეკას“ მახასიათებლები ძალიან იმედისმომცემია. თავიდანვე გვქონდა ინფორმაცია, რომ მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ნაწილი უპირატესობას ანიჭებდა „ასტრაზენეკას“, ხოლო ზოგი ელოდებოდა „ფაიზერს“, ესეც არაა სიახლე“,- განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო