კახა კუჭავა - სენატში გამოთქვამენ წუხილს და ისურვებენ, რომ პოლიტიკური ლიდერი არ იყოს დაპატიმრებული და აქვე აღნიშნავენ, რომ კანონი დაირღვა

„ქართული ოცნების“ წევრის კახა კუჭავას განცხადებით, შეერთებული შტატების სენატში მკაფიოდ და ხაზგასმით აღინიშნა ერთი მხრივ წუხილი, რომ პოლიტიკური ლიდერი არ იყოს დაპატიმრებული, ხოლო მეორე მხრივ, ისიც, რომ კანონი დაირღვა.

როგორც კუჭავამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და არავინ დგას კანონზე ზემოთ, რაც მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანი გზავნილია.

„გუშინ ძალიან კარგად და ხაზგასმით იქნა აღნიშნული - მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამოთქვამენ წუხილს და ისურვებენ, რომ პოლიტიკური ლიდერი არ იყოს დაპატიმრებული, აქვე აღნიშნავენ - ის ფაქტი, რომ კანონი დაირღვა, არის ცალსახა. შესაბამისად, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და არავინ დგას კანონზე ზემოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი.

რაც შეეხება ჩვენს პროდასავლურ გზას, პირდაპირ იქნა აღნიშნული, 2012 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან დაწყებული, რამდენად ერთგულია ჩვენი გუნდი პროდასავლური ღირებულებების და რომ ვაგრძელებთ გზას, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი, ევროკავშირის წევრობა იქნას მიღწეული“, - განაცხადა კუჭავამ.

ამასთან, კუჭავას თქმით, არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ შეერთებულმა შტატება თავისი დესპანი გამოგზავნოს ოპოზიცისა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში ჩასართავად.

„ისინი ელოდებიან მოლაპარაკებებს. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომელზეც მმართველი პარტია მზად არის გადადგას. თუმცა, მხოლოდ შეთანხმება არ არის, ეს შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს“, - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „ბატონმა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური”.

ჯორჯ კენტს კითხვა სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა, სჭირდებოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მისი გათავისუფლება იმისთვის, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

„კანონის უზენაესობას ყველა ქართველმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა. მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს გამოსავლის პოვნის სურვილი, როგორც მათ გასულ წელს გააკეთეს, როდესაც 8 მარტის შეთანხმებას მიაღწიეს“, - განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

მანამდე მან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ საკუთარ სიტყვით გამოსვლაშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო დაძაბა.

იხილეთ ვიდეო:საპარლამენტო უმრავლესობა სენატორების განცხადებებს ეხმაურება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა