ირაკლი ხორბალაძე - დღეს გვექნება დოკუმენტის პრეზენტაცია, მოდელირებული არჩევნების გამართვა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის გამოცდილების გაზიარება

“ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში”, „კარგი მმართველობის ინსტიტუტისა“ და ოპოზიციის წარმომადგებლების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. როგორც ჟურნალისტებს “კარგი მმართველობის ინსტიტუტის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ხორბალაძემ განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვას ეხება.

“დღევანდელი შეხვედრა ეძღვნევა ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში და შესაბამისად, ადმინისტრირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, საარჩევნო მენეჯმენტის გაუმჯობესებას როგორც სისტემურად, ასევე ტექნოლოგიების მეშვეობით. დღეს ჩვენ გვექნება ჩვენი პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც არის საერთაშორისო მასშტაბის კვლევა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების და გამოცდილების გაზიარება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის და ასევე, იმ ტექნოლოგიების ჩვენება და მოდელირებული არჩევნების გამართვა, რომლითაც წამყვან დასავლურ სახელმწიფოებში იმართება არჩევნები”,- განაცხადა ირაკლი ხორბალაძემ.

მისივე თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი ტექნოლოგიებით შესაძლებელია, არჩევნევის დასრულებიდან 15 წუთში წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოცხადება.

“ეს ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ საარჩევნო პროცესში ყოველგვარი მანიპულაცია გამოირიცხოს. დღეს წარმოადგენილი იქნება ელექტრონული რეგისტრატორი. ყველა თქვენგანი ხართ არჩევნებზე ნამყოფი და იცით, რომ ქაღალდზე ხდება ამომრჩევლის მისვლის დაფიქსირება, ამ შემთხვევაში მოხდება ეს ელექტრონულად, შემდეგ, რომელ საარჩევნო უბანზეც არ უნდა მივიდეს ამომრჩეველი, უკვე ცნობილია, რომ ეს ამომრჩეველი იყო არჩევნებზე და მეორედ ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. მეორე ტექნოლოგია, რომელსაც წარვადგენთ, არის ხმის ელექტრონული მთვლელი, რომელიც გამოიყენება ბევრ დასავლურ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ბიულეტენს ამომრჩეველი ათავსებს აპარატში, აპარატი ავტომატურად ითვლის შედეგებს”,- განაცხადა ირაკლი ხორბალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა