ვლადიმერ კახაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე კოვიდვირუსის წინააღმდეგ დაწყებულ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო. პარლამენტის წევრი, რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაში, სამედიცინო პროცედურების გავლის შემდეგ, AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა და საქართველოს მოქალაქეებს პირადი მაგალითით ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდა.

„ამ პროცესის მეოხებით ყველა ადამიანთან მივდივარ, ჩემს მოძმესთან, ჩემი ქვეყნის ბინადართან, დედამიწის ბინადართან; თხოვნითაც მივდივარ, პირადი მაგალითითაც, რწმენით და იმედით. ჩვენი თანადგომა, ურთიერთპატივისცემა, გონივრული და პრაგმატული მიდგომა არის გზა, რომ ეს დიდი გამოწვევა დავძლიოთ და გავიდეთ პანდემიური მდგომარეობიდან. ვაქცინაცია არის აბჯარი, ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემის გაძლიერება და იმ შემთხვევაშიც კი თუ ვირუსი ორგანიზმში მოხვდება აცრილი ადამიანის ორგანიზმში, ვირუსი განადგურდება. ყველა ადამიანს, ვინც შესაბამისი ასაკის არის, ვთხოვ და ვურჩევ, რომ თავის მომავლის უზრუნველსაყოფად ეს პროცედურა გაიარონ. ვაქცინაცია უსაფრთხოა და სარგებლის მომტანი“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო