თინა ბოკუჩავა - აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს კრიზისი, რომელიც საქართველოშია, დაიძლიოს და ქვეყანამ გააგრძლოს სვლა ევროატლანტიკურ გზაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გუშინ საქართველოს საკითხზე სენატში გამართულმა მოსმენამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აშშ-სთვის საქართველო და მისი წარმატება ევროატლანტიკურ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოკუჩავას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში არსებული კრიზისი დაიძლიოს.

„სენატორი რიშის განცხადებებში ცალსახად და მკაფიოდ იკვეთებოდა ის, რომ პასუხისმგებლობის უდიდესი წილი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და შეთანხმების მიღწევის არის ხელისუფლებაზე. ასევე, საყურადღებო იყო სენატორ შაჰინის განცხადებები, რომ ნებისმიერი დღე, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები ციხეში ატარებენ, არის გამარჯვება რუსეთისთვის. ასევე, მისი განცხადება, რომ ლეგიტიმაციის ზღურბლის გადალახვა არჩევნებისთვის საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ის დემოკრატიულად შევაფასოთ. ასევე, საყურადღებოა სენატორი რიშის კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ჩაიდოს პირობები იმ ფინანსურ დახმარებაში, რასაც საქართველო აშშ-სგან იღებს და ბოლოს, სენატორ ჯონსონის განცხადება ერთობლივი რეზოლუციის შესახებ, რომელსაც მიიღებს აშშ-ს სენატი. ამიტომ, კიდევ ერთხელ აჩვენა ამ მოსმენამ, რომ აშშ-სთვის საქართველო და მისი წარმატება ევროატლანტიკურ გზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს, რა თქმა უნდა, იმედის მომცემია და მიგვანიშნებს იმაზე, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს კრიზისი, რომელიც საქართველოშია, დაიძლიოს და ქვეყანამ გააგრძლოს სვლა ევროატლანტიკურ გზაზე”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა