ირაკლი ზარქუა - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც - ამერიკელმა სენატორებმა ოპოზიციას უთხრეს, რომ მათი ადგილი პარლამენტშია, - აღნიშნული შეფასება პარლამენტში, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას ეყრდნობიან, რომლის მიხედვით, არჩევნები კონკურენტულ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ზარქუას განცხადებით, ამით ვადამდელი არჩევნების საკითხს კიდევ ერთხელ გადაესვა ხაზი.

„სენატში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ სენატში დებატებისას მმართველ პარტიას აუწევდნენ ყურს. სინამდვილეში, გაკეთდა მნიშვნელოვანი მესიჯები. პირველი, ეს არის ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ევროატლანტიკური კურსიდან არასდროს გადაუხვევია. უფრო მეტიც, რეფორმებითა და გადადგმული ნაბიჯებით, კიდევ უფრო ახლოს არის ნატოსთან და ევროკავშირთან. მეორე მნიშვნელოვანი მესიჯი სენატორებისაგან იმის ხაზგასმა იყო, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არა ჰყავს. ითქვა, რომ ბატონმა მელიამ კანონი დაარღვია და შესაბამისად, ზის ციხეში. ყველაზე მთავარია ის, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს და დიალოგი არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ ოპოზიციას მოვუწოდებთ, იქნებ კომპრომისულ ვარიანტზე ჩამოყალიბდნენ და მოიფიქრონ, როგორ აპირებენ გაგრძელებას", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება სენატის კომიტეტში გამოთქმულ შენიშვნებს, ზარქუას თქმით, იმის მიუხედავად, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაინც იყო ხარვეზები და გამოწვევები, რისი გამოსწორებისთვისაც მმართველი გუნდი მზადაა. მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" ასევე არის მზად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისათვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა