„თიბისიმ“ აგროსტარტაპების მხარდაჭერაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი ინოვაციური პროდუქტის ფარგლებში, რომელიც აგროსტარტაპებისთვისაა განკუთვნილი, „თიბისიმ“ უკვე დააფინანსა 250-მდე სტარტაპი. ინვესტიციის საერთო მოცულობა კი, 70 მილიონ ლარს აჭარბებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, აგროსტარტაპების დაფინანსების პროექტს „თიბისი“ 2016 წლიდან ახორციელებს.

როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, ოთხი წლის განმავლობაში პროექტმა რამდენიმე ეტაპი გაიარა. თავდაპირველად, ის მრავალწლიანი ბაღების გაშენების მხარდაჭერით დაიწყო და 2017 წლიდან ადგილობრივი ვაზის და რაიონებული ჯიშების გაშენება და საოჯახო მეურნეობის მხარდაჭერა მოჰყვა.

დღემდე, სტარტაპ აგრო პროდუქტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით მევენახეობის სპეციფიკურ ზონებში 100 ჰა-ზე მეტ ფართობზე ადგილობრივი ჯიშის საღვინე ვაზი გაშენდა.

2018 წლიდან პროექტს დაემატა მაღალპროდუქტიული ჯიშის მეცხოველობის ფერმების მხარდაჭერა, ინტენსიური საკალმახე მეურნეობები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები. 2019 წლის შემოდგომიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი მწარმოებლებისთვის სტარტაპ აგრო პორდუქტის ჩამონათვალს გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობა და აგროტურიზმიც დაემატა.

„პანდემიის მიუხედავად აგროსტარტაპების მხარდაჭერა „თიბისის“ არც ერთი მიმართულებით არ შეუჩერებია, მათ შორის არ შეგვიზღუდავს აგროტურიზმის მხარდაჭერაც. სტარტაპებით დაფინანსების ჩამონათვალს ჩვენ ყოველ ახალ სამეურნეო სეზონზე ვამატებდით სხვადასხვა აგრო მიმართულებებს და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. ახლახანს ბიზნესის მხარდაჭერით მიზნით შევქმენით აგრო ბარათიც, რომლითაც სარგებლობა განსაკუთრებით აქტუალურია სწორედ ახლა, გაზაფხული სეზონზე. ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ ბევრ ახალ და საჭირო პროდუქტს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს“, - განაცხადა „თიბისის“ ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის წარმომადგენელმა შოთა გონგლაძემ.

აგროსტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა ძირ თანხაზე გრძელვადიან საშეღავათო პერიოდის გამოყენებას გულისხმობს, რაც დამოკიდებულია დასაფინანსებელი საქმიანობის სპეციფიკაზე და მაქსიმუმ 5 წელს შეადგენს. ძირითადი საშუალებებისთვის სესხების გაცემა „შეღავათიან აგროკრედიტთან“ პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება და ითველისწინებს სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მიერ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა