გიორგი ვაშაძე - ვერ ვხვდები, რა უხარია „ქართულ ოცნებას“ - საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში მსგავსი ნეგატიური გზავნილები არ გვქონია

ვერ ვხვდები, რა უხარია „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, მსგავსი ნეგატიური გზავნილები არ გვქონია, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ აშშ-ის სენატში გამართული მოსმენების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, სენატორები საუბრობენ, რომ თუ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება, საქართველო ევროატლანტიკური წევრობის შანსს დაკარგავს.

„ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა ევროპიდან და აშშ-დან მართლაც უპრეცედენტოა, ამას ევროსაბჭოს მინისტერიალი და საქართველოს საკითხზე ამერიკის სენატში გუშინდელი მოსმენები მიუთითებს, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკის სენატი, ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს და მის მოქალაქეებს.

შესაბამისად, ვერ ვხვდები, რა უხარია „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, მსგავსი ნეგატიური გზავნილები არ გვქონია.

სენატორები საუბრობდნენ, რომ თუ დემოკრატიამ არ იმუშავა, საქართველო ევროატლანტიკური წევრობის შანსს დაკარგავს. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ იზრდება ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულების სისტემაზე, პოლიტიკაზე და მელიას დაჭერა დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მითითება იმის შესახებ, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა მიუღებელია დემოკრატიული სამყაროსთვის და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში არ უნდა ისხდნენ.

მთავარი გზავნილია, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ქვეყანა გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან, რადგან ეს კრიზისი აზიანებს სახელმწიფოს, ხალხს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მაღალი ინტერესი და ჩართულობა ნაკარნახევია არა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, როგორც ხელისუფლება ცდილობს გაასაღოს, არამედ საქართველოს წარმატებისა და დახმარების სურვილით“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა