ირაკლი ჩიქოვანი  სენატში გამართულ მოსმენაზე - მე ამას შევაფასებდი, როგორც საქართველოს მეგობრების სურვილს და რჩევას, რომ საქართველომ უფრო მეტ სიმაღლეს მიაღწიოს

პარლამენტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი სენატში გამართულ მოსმენაზე გამოთქმულ შეფასებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არ იყო კრიტიკული ხაზი, არამედ ეს იყო მეგობრული რჩევა, რათა ქვეყანამ მეტ წარმატებას მიაღწიოს.

„მე ამას არ დავინახავდი როგორც კრიტიკულ ხაზსს, მე ამას შევაფასებდი, როგორც საქართველოს მეგობრების სურვილს და რჩევას, რომ საქართველომ უფრო მეტ სიმაღლეს მიაღწიოს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. საქართველო ჩვენი პარტნიორებისთვის, სენატისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის ერთგული და აშშ სტრატეგიული პარტნიორი, ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში. იყო საუბარი, რომ მათ შორის, 2012 წლიდან თვისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი განვითარების ტრაექტორია იყო აღმავალი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ცხოვრების სრულფასოვანი განხორციელების თვალსაზრისით საკმაოდ ჩიხური მდგომარეობაა.

„ეს არის ერთმნიშვნელოვნად ხელოვნური კრიზისი, რომელსაც ქმნის ოპოზიციური ძალები, რადგან მათ ვერ მიიღეს ის მხარდაჭერა, რომელიც მათ ხელისუფლებაში მოიყვანდა“,- აცხადებს ჩიქოვანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა