ირაკლი ზარქუა - თუ ქალბატონმა ნატალი საბანაძემ თავისი ადგილი ვერ ნახა ან შესაძლებლობები ამოწურა, ევროკავშირში ახალი ელჩი ევროპასთან მეტი ძალისხმევითა და შემართებით დაგვაახლოებს

თუკი ქალბატონმა ნატალი საბანაძემ თავისი ადგილი ვერ ნახა ან შესაძლებლობები ამოწურა, ახალი ელჩი ევროკავშირში ევროპასთან მეტი ძალისხმევითა და შემართებით დაგვაახლოებს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ამ კონტექსტში ზარქუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუშინ ამერიკელმა სენატორებმა თქვეს, რომ 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების" ხელისუფლებას ევროპული სტანდარტიდან, ევროპული მისწრაფებებისგან და ნატოსკენ სვლისგან არცერთხელ არ გადაუხვევია.

„ქალბატონ საბანაძეს ვეთანხმები, რომ ევროპელობის მხოლოდ დეკლარირება საკმარისი არ არის, მთავარია, ეს საქმითაც დავადასტუროთ. ევროკავშირში ჩვენი ახალი ელჩი მეტი შემართებითა და ძალისხმევით უფრო დაგვაახლოვებს. ამ გზაზე ჩვენი ქმედითი ნაბიჯებია უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და მთელი რიგი რეგულაციები, რაც ევროპასთან კიდევ უფრო გვაახლოებს. ეს ყველაფერი ალბათ საკმარისი არ არის, ამიტომ ახალი ელჩი მეტი ძალისხმევითა და შემართებით დაგვაახლოებს ევროპასთან", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა