თამარ ტალიაშვილი - ნატალი საბანაძემ ცალსახად განაცხადა, რომ 8 წელი იმუშავა და ცხოვრებაში ახალი ეტაპისაკენ ნაბიჯს დგამს, როგორც ჩანს, მან ამ პოსტზე საკუთარი საქმიანობა ამოწურა

ნატალი საბანაძემ ცალსახად განაცხადა, რომ რვა წელი იმუშავა და დგამს ნაბიჯს ცხოვრებაში ახალი ეტაპისაკენ - როგორც ჩანს, მან ამ პოსტზე საკუთარი საქმიანობა ამოწურა, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ევროკავშირში საქართველოს ელჩის პოსტის დატოვების თაობაზე საბანაძის გადაწყვეტილებას. ამ კონტექსტში ტალიაშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ნატალი საბანაძე 2013 წლიდან წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში და ის "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში დაინიშნა.

"ამ ხნის განმავლობაში მათ შორის ნატალი საბანაძის ძალისხმევით ჩვენ ვნახეთ, რა დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - იყო ეს ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება თუ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება. სწორედ ამ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით უახლოვდება საქართველო ევროკავშირს და ნატალი საბანაძეს ჰქონდა პატივი ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო", - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ტალიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა