ლანა გალდავა - ხელისუფლების დიდ უმრავლესობას ნარიშკინის და დუგინის უფრო ესმის, ვიდრე სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების

საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი გადატვირთვას და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას საჭიროებს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.

მან აშშ-ის სენატში გუშინ გამართული მოსმენა შეაფასა და აღნიშნა, რომ სენატორების მხრიდან საკმაოდ მკვეთრი გზავნილები გაჟღერდა, რასაც ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

„სენატორებმა გვითხრეს, რომ ფინანსური დახმარება ვერ გაგრძელდება, თუ პროგრესი არ იქნება, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უვარგისია და საარჩევნო რეფორმაა საჭირო. არჩევნების შეფასების ნაწილში გაჟღერდა ტერმინი “ლეგიტიმურობის ზღურბლი". ასევე შეგვახსენეს, რომ დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელია სამართლიანი და ძლიერი მექანიზმები, რომ გვყავს კლანური სასამართლო და იუსტიციის საბჭო, რომ იგრძნობა ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულებაზე, მედიაზე, პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ბოლოს, ციხეში ოპოზიციონერების ყოველი ახალი დღე რუსეთის გამარჯვებაა.

ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლების დიდ უმრავლესობას სერგეი ნარიშკინის და ალექსანდრე დუგინის უფრო ესმის, ვიდრე სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების, მაგრამ ვურჩევ, სანამ ქვეყანა ბოლომდე უფსკრულში არ გადაუჩეხავთ, საქართველოს ეროვნული ინტერესების ფარგლებში დასავლური ღირებულებებისკენ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ ორიენტირდნენ.

საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი გადატვირთვას და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას საჭიროებს“,-განაცხადა გალდავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო