„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი - ვენეციის კომისიის შეფასება  ძალიან მნიშვნელოვანია და ხელისუფლებას მოუწევს მათი რეკომენდაციების გათვალისწინება

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და ხელისუფლებას მოუწევს მათი რეკომენდაციების გათვალისწინება.

როგორც ნინო დოლიძემ აღნიშნა, თუ ვენეციის კომისიის დასკვნა გათვალისწინებული არ იქნება, ქვეყანაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების სანქცირება არის არაპროპორციული ძალის გამოყენება პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, რადგან ეს შეზღუდავს პოლიტიკური პარტიების თანასწორუფლებიანობას საარჩევნო პროცესებში. ასევე, დასკვნაში საუბარია არამხოლოდ პარტიების, არამედ ინდივიდუალური დეპუტატების ხელფასის დაქვეითებაზეც, რომელიც როგორც პარლამენტის რეგლამენტთან, ასევე შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთანაც. ორივე შემთხვევაში, ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა გადაიხედოს ეს პუნქტები, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებას მოუწევს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.

თუ არ გადაიხედება, ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი ინკლუზიურობის და თანასწორობის წინააღმდეგ და კიდევ უფრო გააღრმავებს იმ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელოსუფლებამ გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს როგორც პარტიების თანასწორობას, ზოგადად დიალოგისკენ უფრო პოზიტიური ნაბიჯები გადადგას”,- განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან. როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, არაპროპორციულად აღიქმება საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც იმავე შემთხვევაში დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს.

ამასთან, ვენეციის კომისია ლიდერის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას „არაპროპორციულ ზომად“ მიიჩნევს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, კანონპროექტის მიღების საკითხს გადახედოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს