პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უსმენენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, დახურულ ფორმატში, ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როსარია პულისის უსმენენ.

სხდომის დასაწყისში, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ნატო-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე დღეს უმნიშვნელოვანეს შეხვედრას მართავს, სადაც მომხსენებლები ჩვენი ნატოელი პარტნიორები იქნებიან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანსის წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, დეპუტატებს ინფორმაციას გააცნობენ ნატო-საქართველოს პარტნიორობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. ნატოში ინტეგრაცია საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია. საქართველო ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფოა და ალიანსის გაძლიერებული შესაძლებლობების თავსებადობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პარტნიორი. საქართველო არასოდეს ყოფილა ალიანსთან ისე ახლოს, როგორც დღეს არის და ამას ადასტურებს თანამშრომლობის როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური ასპექტები. ნატოს ყველა სამიტი ადასტურებს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. აღსანიშნავია, რომ სამიტები და მინისტერიალები ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერი ნაბიჯებით სრულდება, რაც ალიანსის მოკავშირეების პოლიტიკურ ნებას და გადაწყვეტილებას ეფუძნება“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის წარდგენამდე, ოფისის ხელმძღვანელმა, როსარია პულისმა ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერაზე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ნატო-საქართველოს პარტნიორობის პროცესში პარლამენტი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

"ჩვენ თქვენს საქმიანობას დადებითად ვაფასებთ. ჩვენ ბევრი რამე ერთად გვაქვს გაკეთებული და საშუალება გვაქვს ამ რეჟიმში გავაგრძელოთ საქმიანობა. საქართველო ნატოს უახლოესი პარტნიორია, ჩვენ უნიკალური, ძლიერი პოლიტიკური თანამშრომლობა გვაკავშირებს. საქართველო იყო და რჩება ერთ-ერთი დიდი მონაწილე ნატოს სამშვიდობო მისიებში ავღანეთში. ნატო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ჩვენი ოფისის ყოველდღიური საქმიანობაც სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს, რათა გახდეთ უფრო ძლიერები და მომზადებულები ალიანსის წევრობისთვის. საქართველო გახდება ნატოს წევრი, როგორც ეს იყო გაცხადებული ბუქარესტის სამიტზე და საქართველოს ამისთვის ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია და ჩვენ ვახალისებთ ამ ქვეყანას, რომ გამოიყენოს ეს მექანიზმები საკუთარი სარგებლისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ყველა ნაბიჯი და ნებისმიერი პროგრესი, რომელიც რეფორმების კონსოლიდაციის გზაზეა გაკეთებული, ეს არის ნაბიჯი წევრობისკენ“, - აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

როსარია პულისის გამოსვლის შემდეგ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტის სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს