ზურაბ ბატიაშვილი - სენატორების განცხადებები ნიშნავს, რომ საქართველო დღის წესრიგშია, არავის მიუტოვებია და არავინ აპირებს  რუსეთისთვის ჩაბარებას

სენატორების განცხადებები, არც ცალსახად ოპოზიციის მხარდაჭერაა და არც ხელისუფლების ქება, ზოგადად, ქვეყნის მხარდაჭერაა - პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებაზეა, რადგან სიტუაციას რეალურად ის აკონტროლებს, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ვაშინგტონი არა რომელიმე პოლიტიკური მხარის, არამედ საქართველოს მხარდასაჭერად გამოდის.

„რაც შეეხება თავად რეზოლუციის მომზადებას და გაკეთებულ განცხადებას, ვფიქრობ, რეზოლუციაში შევა ყველა ის განცხადება, რაზეც იმსჯელეს. ეს არ არის, არც ცალსახად ოპოზიციის მხარდაჭერა და არც ხელისუფლების ქება, ეს ზოგადად ქვეყნის მხარდაჭერაა. ზოგიერთი კანონმდებელი მკაცრი იყო, ზოგიერთის განცხადება კი რბილი იყო. ზოგადად, დავინახეთ, რომ ვაშინგტონი საქართველოს მხარდამჭერად გამოდის და არა რომელიმე პოლიტიკური მხარის მხარდამჭერად, რაც კარგია.

რაც შეეხება დახმარების შეწყვეტის საკითხს, ეს დამოკიდებული იქნება საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე, რამდენად დათმობს ის გარკვეულ პოზიციებს, რადგან მოლაპარაკებები გასაგებია, მაგრამ ის შეთანხმების გარეშე არ არსებობს. პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზეა, ვიდრე ოპოზიციაზე, რადგან სიტუაციას რეალურად ის აკონტროლებს. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ეს ზოგადი პრინციპია.

თავად ის ფაქტი, რომ ვაშინგტონში მოიცალეს და საქართველოს საკითხი დეტალურად განიხილეს, დადებითია. ბრალდებები, რომ დასავლეთს საქართველოსთვის არ სცალია, სრულიად გაბათილდა, პირველი, ევროკავშირის ძალიან აქტიური ჩართულობით, მედიაციის კუთხით და მეორე, ვაშინგტონში ამ განცხადებით. ეს ნიშნავს, რომ საქართველო დღის წესრიგშია, არავის მიუტოვებია, არავინ აპირებს საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარებას, ეს იმედისმომცემია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. ამასთან, სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო